რეზონანსი
(07.02.2025)

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის თანამშრომელთა რაოდენობას 10 000-დან 300-მდე შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოში მხოლოდ 294 თანამშრომელი შეძლებს საკუთარი სამსახურის შენარჩუნებას.

USAID-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით სააგენტოში დასაქმებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, აქედან 2/3 აშშ-ის გარეთ, ხოლო 2023 წლის მონაცემებით, სააგენტოს ბიუჯეტმა 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე