რეზონანსი
(06.02.2025)

 ქუთაისი-თერჯოლის გზაზე, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. 

ერთმანეთს  სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანები დაეჯახნენ, რის შედეგადაც  მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე