
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე და კიდევ 9 პოლიციელი გამოჰკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს მას შემდეგ დააკავეს, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.
ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი. ის დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.
მზია ამაღლობელი 26 დღეა შიმშილობს, ამ დროისთვის ის კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



