რეზონანსი
(06.02.2025)

თუ დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ არის, ზუსტად ანალოგიური კანონი იქნება ჩვენთანაც, საქართველოში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრისას, რომელთა შორის მედიის საკითხიც არის.

მისი თქმით, ერთი - ერთში იქნება გადმოტანილი დიდ ბრიტანეთის მოდელი.

„შეუძლებელია, რომ დიდ ბრიტანეთში რაიმე არ იყოს სიტყვისა და გამოხატვის საწინააღმდეგო, ხოლო საქართველოში იყოს. მე მგონი არავის არ შეუძლია თქვას, რომ BBC-ის შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ერევაო მაგრამ არის კონკრეტული რეგულირებები და ამ რეგულირებებს ყველა იცავს დიდ ბრიტანეთში, ისევე იქნება სავალდებულო ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე