რეზონანსი
(05.02.2025)

კლინიკა “ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში “მონიტორინგის პროცესი უგრძელდება”.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდება დამატებითი კვლევები”,- აღნიშნა ჩხაიძემ.
მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გუშინ გადაიყვანეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



