რეზონანსი
(04.02.2025)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს:

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში გასაღებულ იქნა ჯამში 6500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 41 ცალი 100-დოლარიანი და 48 ცალი 50-დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სრულად იქნა ამოღებული", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე