რეზონანსი
(03.02.2025)

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილი, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.

მოქალაქეები სკანდირებენ: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"; "დანიშნე არჩევნები, არ გავჩერდები"; "გამარჯვება ხალხშია".

პროტესტის 68-ე დღეს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე