
რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი რამდენიმე მსახიობის გუშინდელ პროტესტს გამოეხმაურა, რომელიც სცენაზე, სპექტაკლის მიმდინარეობისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატეს. მან სპექტაკლის ამგვარი პროტესტი დაგმო.
„არასწორი იყო, რაც იკადრეს ჩვენმა მსახიობებმა, თეატრში არ გაქვს იმის უფლება აკეთო, რაც მოგესურვება, არ გაქვს უფლება ისაუბრო რუსთაველის თეატრის სახელით. ქუჩა არის ადგილი, სადაც შეგიძლია გამოხატო შენი პოზიცია, ხოლო თეატრში პატივი უნდა სცე კოლეგებს და მაყურებელს” – აღნიშნა ვიდეომიმართვაში მანანა აბრამიშვილმა.
მას მალევე გამოეხმაურნენ მსახიობები ნანკა კალატოზაშვილი და ეკა დემეტრაძე:
„შენი შვილი, რომელიც დგას ქუჩაში, შენ ირჩევ ხარებას და არა შვილს. აი, ეს სხვაობაა ჩვენს შორის. შვილზე წინ აყენებ ხარებას, რომელიც არბევს და ცემს შენს შვილს, კაი რა მართლა.. რა მომენტში ხარ მართალი… თქვენ იქეცით თავად მოძალადეებად" - თქვა ვიდეომიმართვაში ნანკა კალატოზიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



