რეზონანსი
(03.02.2025)

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის 68-ე დღეს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტეს.

მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".

მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დედაქალაქის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე