რეზონანსი
(03.02.2025)

სალომე ზურაბიშვილი ბარტ დე ვევერს ბელგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

„ვულოცავ ბელგიის ახალ პრემიერ-მინისტრს, ბარტ დე ვევერს. საქართველო ბელგიასთან პარტნიორობის გაღრმავებას მოუთმენლად ელის. მჯერა, ბელგია ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს", - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ნაციონალისტური პარტია „ახალი ფლამანდური ალიანსის" ლიდერი, ბარტ დე ვევერი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე