რეზონანსი
(03.02.2025)

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „იუესაიდის“ დახურვას დათანხმდა. ინფორმაციას "ფორბსი" ავრცელებს.
მასკის თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა ტრამპს ამ თემაზე და „იუესაიდის“ დახურვაზე ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ?“. ტრამპმა თქვა - „კი“.
„შესაბამისად, ჩვენ მას ვხურავთ“, - დასძინა ილონ მასკმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



