რეზონანსი
(03.02.2025)

რუსთავში ავტომობილი გოგოს დაეჯახა. "ინფო რუსთავის" ცნობით, შარტავას გამზირზე "ბეემვეს" მარკის ავტომობილი 25 წლამდე ახალგაზრდას ქალს დაეჯახა. შემთხვევა გადასასვლელზე მოხდა, შეჯახების შემდეგ ავტომობილს მეორე ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



