რეზონანსი
(01.02.2025)

სამწუხაროდ, საერთაშორისო დახმარებები, მათ შორის საგრანტო დახმარებები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო მიზნებისათვის, არამედ პოლიტიკური მიზნების უკანონოდ მიღწევისათვის, მათ შორის „ფერადი რევოლუციების“ მომზადება/მოწყობისათვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ითვალისწინებდა მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას, დღეს უკვე ნათელია, რატომაც არ უნდოდათ ეს გამჭვირვალობა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-ში ჰაკერებმა USAID-ის გრანტების ბაზა გატეხეს, საიდანაც გაირკვა, რომ თანხები გამოყოფილი იყო სამ პროექტზე, რომლის დეტალური ინფორმაციაც უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე