რეზონანსი
(01.02.2025)

გასულ წელს მართვის მოწმობა საქართველოში 28 733 პირმა აიღო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

კვარტლების მიხედვით მონაცემები ასეთია:

1-ლი კვარტალი - მართვის მოწმობა აიღო 6307 პირმა;

მე-2 კვარტალი - მართვის მოწმობა აიღო 6950 პირმა;

მე-3 კვარტალი - მართვის მოწმობა აიღო 8253 პირმა;

მე-4 კვარტალი - მართვის მოწმობა აიღო 7223 პირმა.

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის ფედერაციის 128 მოქალაქემ აიღო. კვარტლების მიხედვით, სტატისტიკა ასეთია:

1-ლი კვარტალი - 19-მა რუსეთის მოქალაქემ აიღო მართვის მოწმობა;

მე-2 კვარტალი - 20-მა რუსეთის მოქალაქემ აიღო მართვის მოწმობა;

მე-3 კვარტალი - 48 რუსეთის მოქალაქემ აიღო მართვის მოწმობა;

მე-4 კვარტალი - 41-მა რუსეთის მოქალაქემ აიღო მართვის მოწმობა.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე