რეზონანსი
(31.01.2025)

მკვლელობა თბილისში - არსებული ინფორმაციით, ლილოში რესტორან "კახელებთან" ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში კაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. თვითმხილველების ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.  წყარო: ტვ.მთავარი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე