რეზონანსი
(31.01.2025)

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს და პოლიტპატიმრებს", - ამ შინაარსის მოწოდებებით მართავენ აქციას ბათუმის სტადიონთან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის ე.წ. ზებრაზე მოძრაობენ და გამვლელ მძღოლებს ბანერებს აჩვენებენ. აქციაზე ისმის მოწოდებები მეგაფონებისა და საყვირების საშუალებით.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



