რეზონანსი
(31.01.2025)

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა პრესკონფერენციაზე საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ისაუბრა.
„ყველგან ჩასვლა გვსურს. რამდენიმე ადამიანი აქტიურად გვარწმუნებს, რომ UFC-ის ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ. ეს ლოგიკურია, რადგან სად აქვს აზრი ყველაზე მეტად ახლა ჩასვლას? - საქართველოში, რადგან ამ ქვეყნიდან შერეულ ორთაბრძოლებში ნიჭიერი ადამიანები გამოჩნდნენ და ბუნებრივია, ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა", - განაცხადა დანა უაითმა.
საქართველოს შერეულ ორთაბრძოლებში ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს. საჩემპიონო ქამრები მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ მოიპოვეს და შემდეგ ქამრების დაცვაც მოახერხეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



