რეზონანსი
(31.01.2025)

საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
"საქსტატის" ცნობით, შარშან საშუალო რეალური ზრდა კი 9.5 პროცენტით განისაზღვრა.
2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



