რეზონანსი
(28.01.2025)

 "თვითორგანიზებული პროტესტიაო; ნაცები რა შუაშია, ჩვენც გვეზიზღებიანო; ამასობაში დეკანოიძე "ტოპ კონტრიბუტორი" გამხდარა", - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და აქციების დროს, "ფეისბუკში" შექმნილი ერთ-ერთი გვერდის ე.წ. სქრინს აქვეყნებს, სადაც ხატია დეკანოიძის სტატუსი ჩანს.

"თვითორგანიზებული პროტესტიაო; ნაცები რა შუაშია, ჩვენც გვეზიზღებიანო;

ამასობაში დეკანოიძე "ტოპ კონტრიბუტორი" გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში

მაგრამ შეიძლება სხვა სახელით და გვარით იყო აქამდე, ასპროცენტიანი გამოაგდებენ" - წერეს მამუკა მდინარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე