რეზონანსი
(26.01.2025)

მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ - უწყვეტი პროტესტის მე-60 დღეს, მოქალაქეები დიდუბის მეტროსთან შეიკრიბნენ, ისინი საპროტესტო მარშით წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების მიმართულებით მიდიან. გზად ჯანდაცვის სამინისტროსთან შეჩერდნენ.

აქციის მონაწილეები საპოლიციო ძალების ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე