რეზონანსი
(26.01.2025)

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ეუთო/ოდირს თავად არ სურდა ბელარუსში ჩასვლა და საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვება.

"უბრალოდ არ გინდოდათ ჩამოსვლა. არავისთვის აგვიკრძალავს ბელარუსში შემოსვლა", - განაცხადა ლუკაშენკომ მინსკში ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დამკვირვებლების არ ყოფნის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი მტკიცებით, ეუთო/ოდირს მიწვევა გაუგზავნეს, თუმცა მათ განაცხადეს, რომ გაგზავნა დაგვიანებული იყო. ამასთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ არსად არ არის დაკონკრეტებული როდის უნდა მოხდეს მიწვევა, გუშინ, დღეს თუ ხვალ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე