რეზონანსი
(26.01.2025)

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 325 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არჩევნებში მეათე ხუთწლიანი ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს. მას გამარჯვება გარანტირებული აქვს, რადგან კონკურენტებს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



