რეზონანსი
(24.01.2025)

 შსს-მ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, დილიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, გადახდის აპარატებიდან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები, ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ჟვანიას ისტორიული ფრაზები, ასევე ოლიგარქის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი და "ოცნების" წევრების უხამსი გამონათქვამები ისმოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე