რეზონანსი
(24.01.2025)

უკვე მერვე დღეა, ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, საღამოს საათებში გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბულვარში, სანაპიროსთან იპოვეს.
ბოლო ინფორმაციით, კამერებში ჩანს, რომ ის ნივთებს დებს, თუმცა მისი გამოსვლა აღარ ფიქსირდება.
ალექსანდრეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დაკარგულ შვილს მიმართავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



