რეზონანსი
(23.01.2025)

პოლონეთის სამხრეთით მდებარე ქვანახშირის მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ინციდენტი კნუროვ-შჩიგლოვიცეს მაღაროში მოხდა. 850 მეტრის სიღრმეზე მეთანს ცეცხლი მოეკიდა. ინციდენტის შედეგად ცხრა ადამიანმა დამწვრობა მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველები მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე