რეზონანსი
(22.01.2025)

პატიმარ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, რომელსაც პოლიციელზე ფიზიკურ თავდასხმას ედავებიან, ნიკა გვარამია მოინახულებს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი პოლიტპატიმარი რუსთვის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში შევა.

"ქალბატონი მზია არის სინდისის პატიმარი. იგი არ არის აქ, როგორც პოლიტიკოსი. ჩემი დაჭერა ჟურნალისტობის დროს, მაინც უფრო პოლიტიკური მოტივებით იყო, მაგრამ ქალბატონი მზია, სწორედ იმიტომაა დაკავებული, რომ ის ჟურნალისტია. რაც ჩვენ ვნახეთ, სილის გაწვნას ვგულისხმობ, ეს იყო ადამიანის პასუხ იმაზე, რომ მას შეაფურთხეს. ამ ვითარებაში, როგორ მოვიქცევით ნებისმიერი ჩვენგანი არავინ არ იცის. 

მე მაქვს ჩემი შესაძლებლობები და კავშირები, ამიტომ ვაპირებ შემოვიარო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. პირველ რიგში, ვაპირებ რომ წავიდე საკუთარი ხარჯებით  და საკუთარი პოზიცია გამოვხატო არა როგორც  პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელიც სოლიდარობას უცხადებს მას. მე ვარ ჟურნალისტი, რომელმაც მიიღო ჯილდო "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისგან", ზუსტად ამ თვალსაზრისით ვაპირებ სიარულს, მე მეთქმის სიტყვა მათთან" თქვა ნიკა გვარამიამ ციხეში შესვლამდე და აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე