რეზონანსი
(20.01.2025)

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციას ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარშის წევრები მსვლელობით შემოუერთდნენ.
"ცეცხლი ოლიგარქიას, ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებენ დემონსტრანტები.
უწყვეტი პროტესტის 54-ე დღეს აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების ჩანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



