რეზონანსი
(19.01.2025)

დომინაცია 2 რაუნდის შემდეგ და სრული უპირატესობა ჩატარებულ 5 რაუნდში - გამარჯვებასთან ერთად მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ახალი რეკორდიც დაამყარა და ლეგენდარული ჟორჟ სან-პიერის გდებების რეკორდი გააუმჯობესა. სან პიერს, UFC-ის ისტორიაში, მეტოქე მიწაზე 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი, თუმცა ახლა ეს უპირატესობა ქართველი მებრძოლის ბალანსზეა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე