რეზონანსი
(18.01.2025)

დაახლოებით, ორ კვირიანი ძებნის შემდეგ დღეს, 18 იანვარს 25 წლის არამ მურადიანი გარდაცვლილი იპოვეს.
„დღეს ვნახეთ სოფელ ხაკის ტერიტორიაზე, გაყინული იყო, გარდაცვლილია სამწუხაროდ. ადგილზე მეც ვიყავი, პოლიცია და მაშველებიც, ჯამში 52 ადამიანი" ,- თქვა არამის ნათესავმა.
გარდაცვლილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში ჯერ არ გადაუყვანიათ.
მომხდარზე, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ჩვენთვის უცნობია, რედაქცია პასუხს შსს-გან მეორე კვირაა უშედეგოდ ელოდება.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



