რეზონანსი
(18.01.2025)

თეირანში სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი" ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლეს თავს დაესხნენ. ორი მათგანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა", - აცხადებს ირანის სახელმწიფო მედია.
თავდასხმა თეირანში, ირანის უზენაესი სასამართლოს შენობასთან მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



