რეზონანსი
(17.01.2025)

რუსეთის ჯარმა უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე კიდევ სამი დასახლებული პუნქტი დაიპყრო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს დასახლებული პუნქტები: პესჩანოე, სლავიანკა და იასენევო. გარდა ამისა, რუსულმა ჯარმა სხვა მიმართულებებითაც წაიწია წინ.

„მტერმა პესჩანოეს, სლავიანკას, იასენევოს ოკუპირება მოახდინა და აგრეთვე წინ წაიწია ნოვოანდრეევკასთან, დაჩნოესთან, კოტლინოსთან, ზვიროვოსთან, ვრემევკასთან და ჩავოსი იართან“, - აღნიშნავს მედია.

უკრაინულ მხარეს ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე