რეზონანსი
(16.01.2025)

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტის 50-ე დღეს კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობის პერიოდში დაკავებული პირები.

პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც მედიის წარმომადგენლები დაკავებული ჟურნალისტის - „ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციას მართავენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე