რეზონანსი
(16.01.2025)

ხაშურში, 22 წლის კაცი მოძრავი ელმავლიდან ჩამოხტა. ჩამოხტომის შემდეგ კაცმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაზიანებების შედეგად კი ხელი და ფეხი დაკარგა. ახალგაზრდა რკინიგზის თანამშრომელი აღმოჩნდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე  275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე