რეზონანსი
(16.01.2025)

მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის შულავერის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 24News.ge-ს ცნობით, შემთხვევის დროს ერთმანეთს "ოპელი" და "ტოიოტა პრიუსი" შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 1970 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა, მანქანებში მყოფი ოთხი მგზავრი და „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე