რეზონანსი
(15.01.2025)

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - „იფიცება საქართველო!“ შეუერთდა. ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი კოსტავას გამზირზე მყოფ გაფიცულ მოქალაქეებთან ერთად იმყოფება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ერთ-ერთი ფორმა.
„მე ვდგავარ ამ ხალხთან ერთად, რომელიც დღეს იფიცება. ეს არის სიახლე ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ არის სიახლე მსოფლიო პოლიტიკაში. ეს არის მშვიდობიანი ფორმა პროტესტის“, -განაცხადა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



