რეზონანსი
(15.01.2025)

თბილისში, სხვადასხვა კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. გადაკეტილია რესპუბლიკის მოედანიც.

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3 -დან 6 საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები,  ოფისები და საწარმოები. მოქალაქეები გაფიცვის შემდეგ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ყოველდღიურ  აქციას შეუერთდებიან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე