რეზონანსი
(15.01.2025)

მთავრობის ადმინისტრაციაში ინფორმაციას, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვიზიტი გაუუქმეს, არ ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიზიტი იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი, კონკრეტულ თარიღზე კი ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე