რეზონანსი
(13.01.2025)

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს: ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა.

გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც გააპროტესტეს.

“არანაირი მტკიცებულება, უკანონოდ დააკავეს და დატოვეს პატიმრობაში, ეს არის რეჟიმი რომელიც დასრულდება”, - აღნიშნეს შეკრებილებმა.

ცნობისთვის, აღნიშნული პირები ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პროტესტის დროს დააკავეს, ისინი სტიკერების შინაარსით - “გაიფიცე საქართველო” დატოვებას ცდილობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე