რეზონანსი
(13.01.2025)

სამხრეთ იაპონიაში, კიუსიუს რეგიონში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცუნამის შესახებ შეტყობინებები გაიცა მიაზაკისა და კოჩის პრეფექტურებისთვის.

დაშავებულების ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე