რეზონანსი
(13.01.2025)

"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს:

"მოსამართლე ნუგზარ მგელაძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა - მასალა წაშლილია ჩვენი სოციალური ქსელიდან და ვებგვერდიდან.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეების კორპორაციულზე მისული კაცი, რომელიც თავს მზარეულს უწოდებდა, მაგისტრატი მოსამართლე ნუგზარ მგელაძე იყო, რაც არ დადასტურდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე