რეზონანსი
(12.01.2025)

ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ალბათ ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას და სამართალდამცველს შორის დიალოგს, სადაც ხოშტარია პოლიციელს ევროპის მსახურებისკენ მოუწოდებს, პოლიციელი კი აღნიშნავს, რომ ის უნდა ემსახუროს საქართველოს.

„ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით", - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე