
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას, ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდეს. ამისათვის კი აუცილებელია პოლიტიკური საზოგადოებრივი სივრცე გაიწმინდოს აგენტურული ქსელისგან.
„ეს უნდა იყოს გასამართლებული როგორც რეჟიმი და არა ცალკე აღებული ჩადენილი უამრავი დანაშაული, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია შესაბამისი პირები იყვნენ პასუხისგებაში მიცემულები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ უკვე ოპოზიციიდან აგრძელებენ დანაშაულებრივ საქმიანობას, წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს. იმისთვის, რომ ეს დასრულდეს და ჩვენს ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა, ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, აუცილებელია პოლიტიკური საზოგადოებრივი სივრცე გაიწმინდოს აგენტურული, ჯაშუშური ქსელისგან“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



