რეზონანსი
(11.01.2025)

საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. კურორტების დატვირთულობასა და დამსვენებლების სიმრავლესთან ერთად კი იზრდება მოთხოვნა სამედიცინო სერვისებზე.

ბაკურიანში მუშაობს საჭიროების შესაბამისად აღჭურვილი ამბულატორია. ადგილზე ხელმისაწვდომია ტრავმატოლოგის, რადიოლოგის, ოჯახის ექიმისა და სხვა სპეციალისტების მომსახურება.

„ზამთრის სეზონზე პაციენტთა მომართვიანობა ძირითადად ტრავმატოლოგიური პაციენტების ხარჯზეა გაზრდილი. დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 50-60 პაციენტი მოგვმართავს. შოკის დარბაზი სრულად არის აღჭურვილი სამედიცინო აპარატურით, ასევე მედიკამენტებითა და სამედიცინო სახარჯი მასალით“, - აღნიშნა ბაკურიანის კლინიკის მენეჯერმა მაკა ვიბლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე