რეზონანსი
(11.01.2025)

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო სრულად დაიკავეს. ინფორმაციას პროექტ „DeepState“-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა კურახოვოს ოკუპირება მოახდინა, ასევე წინ წაიწია ანდრეევკის, სოლონოვოსა და ნოვოსილკის სიახლოვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, გენერალური შტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 198 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე