რეზონანსი
(10.01.2025)

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდები თანასოფლელები იყვნენ.

როგორც წყარო გვიყვება ბიჭები ნასვამები იყვნენ და ეცადნენ პოლიციას გაქცეოდნენ რა დროსაც ავარია მოხდა. ერთი მათგანი 30 წლამდეა მეორე კი - 25 წლამდე.

“საშინელი ტრაგედია ტრიალებს… გარდაცვლილი ახალგაზრდები თანასოფლელები არიან. რეზი და და დათო, ორივე კარგი ადამიანი”, - ამბობს წყარო. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე