რეზონანსი
(10.01.2025)

8 იანვარს, ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში" გოლიათი ბიჭი დაიბადა - ვაჩე კვერღელიძე 5,600 კილოგრამია. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კლინიკა „მედალფა"-ში მყოფი „გოლიათი" ბავშვი და მასთან ერთად სხვა ახალშობილები მოინახულა. ავთანდილ თალაკვაძემ მათ მშობლებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„ვაჩესთან ერთად, სამედიცინო ცენტრში მყოფი ახალშობილები - დემეტრე სიჭინავა და ირინე დარჩია მოვინახულეთ. მათ მშობლებს დამდეგი კალანდა მივულოცეთ და საახალწლო საჩუქრები გადავეცით. ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარებს!", -განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე