რეზონანსი
(09.01.2025)

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სწრაფი წარმატება უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ძალიან საეჭვოა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში სწრაფი წარმატება ძალიან საეჭვოა, აშშ-ის ეკონომიკა აუჩქარებელი ცხოვრებით ცხოვრობს და ხმამაღალ გამარჯვებებს მიგრანტებთან ბრძოლაც კი არ გვპირდება", - აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, ტრამპმა უბრალოდ გადაწყვიტა „მსოფლიოს გადაკეთება" ახალი, ტრამპის პოლიტიკური გეოგრაფიის შექმნით. მედვედევი მიიჩნევს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ყველა იდეა არის წმინდა ოცნებები და აბსოლუტურად არარეალური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე