რეზონანსი
(09.01.2025)

წინ ჰყავთ წამოწეული სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდები განსაკუთრებით და მათ ზურგს უკან იმალებიან, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის ლიდერებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, იმალებიან იმიტომ, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე.
„განსაკუთრებით ქვეყნის წინაშე და დღეს თუ სარაკეტო კომპლექსები გვაქვს დამიზნებული რუსული საოკუპაციო ჯარების სამხედრო ობიექტებიდან, ეს სწორედ იმან განაპირობა, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ პოლიტიკა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



