რეზონანსი
(08.01.2025)

ნათელია, რომ სახელმწიფოების სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.
ევროკომისიაში კომენტარი მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ განიხილავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.
ანიტა ჰიპერმა დასძინა, რომ ბრიუსელი მოუთმენლად ელის აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციასთან მუშაობას „უფრო ძლიერი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის“ შესაქმნელად.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



