რეზონანსი
(08.01.2025)

თბილისის ცენტრში 30 წლამდე კაცი დაჭრეს - შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ფანასკევტელის ქუჩაზე მოხდა. სავარაუდოდ, დაჭრილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილია.
არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაზარალებული, გვარად ჯოხაძეა, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ბრალდებულს პოლიცია მთელი თბილისის მასშტაბით ეძებს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ოჯახმა დამნაშავის ვინაობა სავარაუდოდ იცის. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ბრალდებულიც იმავე უბანში ცხოვრობს.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გადაიყვანა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



